სადამრიგებლო კლასი


ჩემი სადამრიგებლო კლასი
თბილისის   83-   საჯარო სკოლის V გ  
კლასის დამრიგებლის     ნათია ფხალაძის     2017–2118
 სასწავლო წლის   სადამრიგებლო პროგრამა. 

კლასის დახასიათება


V  კლასში ირიცხება 33  მოსწავლე. 14გოგონა და 19 ვაჟი. აქედან    5  დევნილია აფხაზეთიდან.
       2017–2118   სასწავლო წლისთვის       დაგეგმილი მაქვს ღონისძიებები,    რომლებიც უფრო გაააქტიურებენ მოსწავლეებს  და  ვფიქრობ ,გააუმჯობესებენ სწავლის ხარისხს.
  სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1.      პიროვნული და მორალური განვითარება – მეპიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2.      გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოსა და ბუნების მოფრთხილება;
3.      უსაფრთხოება და მოქალაქეობრივპატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4.      თვალსაწიერის გაფართოება ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებ
            016-2017 სასწავლო წლის    მიმართულებები
1.       სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
2  მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის     სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
3სამოქალაქო აქტივობისა  და   საზოგადოებრივი    პასუხისმგებლობის(სამართლიანობა, ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის) ჩამოყალიბება

                                                   საორგანიზაციო საკითხები
შესასრულებელი საკითხები
აქტივობა და მიზნები
              დრო
1
სასკოლო ჟურნალის წარმოება
ვამოწმებ დასწრებას, ვარკვევ გაცდენის მიზეზებს.
მთელი წლის განმავლობაში
2
მოსწავლეთა პროგრესის შემოწმება. აკადემიური მოსწრებისა და მოსწავლეთა ქცევის მონიტორინგი
ვაგროვებ ინფორმაციას
სისტემატიურად
3
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
მშობლებს ვაცნობ სადამრიგებლო პროგრამას, აკადემიურ მიღწევებს. დავგეგმავ მშობლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. ხელს შევუწყობ მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას. მშობელი სისტემატურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. გავაცნობ, თუ რას ვგეგმავ  სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნის მიღებას და რა შედეგს უნდა მიაღწიოს წლის ბოლოს.
სემესტრში 3-ჯერ ან საჭიროების შემთხვევაში.
4
ემესტრის   ბოლოს მოვახდენ მიღწეული შედეგების განხილვას.



                     
                    
2017–2118
 სასწავლო წლის   II სემესტრის    სადამრიგებლო პროგრამა 
დრო:
თემა.  1
ოგორ გვესმის ტოლერანტობა


მიზანი
მოსწავლეები გაიაზრებენ რას ნიშნავს ტოლერანტობა,გააცნობიერებენ ,რომ ის ადამიანის არა მარტო მორალური ვალია არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა


აქტივობები:
1.      გაეცნობიან განმარტებას ტოლერანტობა
2.      გაიხსენებენ შემთხვევებს  როდესაც ადგილი  ჰქონდა მათი მხრიდან ტოლერანტობის გამოვლინებას .
3.      გაეცნობიან სიტუაციურ ამოცანებს და უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითვებს
4.      განმარტავენ გამონათქვამებს : გიყვარდეს მტერი შენი
5.      ნუ მოექცევი სხვას ისე,როგორც არ გინდა რომ შენ მოგექცნენ
6.      წაიკითხავენ მომზადებულ თხზულებას მე ტოლერანტი
7.      გაიხსენებენ და იმსჯელებენ,, ბალადა ვეფხვისა მოყმის შესახებ“



დრო:
თემა.  2
არემოსდაცვითი კულტურის განვითარება
მიზანი და შედაეგი

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.გაიაზრებენ რომ გარემოს დაცვა და მის სისუფთავეზე ზრუნვა ყველა მოქალაქის ვალია
აქტივობები:
1.ვსვამთ კითხვასთქვენი აზრით, როგორ ადამიანს შეიძლება ვუწოდოთბუნების ქომაგი”? მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ ვთავაზობ მათ, ხმამაღლა წავიკითხოთ პატარა მოთხრობახერხი სჯობია ღონესა…” და უპასუხებენ შეკითხვებს   1.შეიძლება თუ არა ტყეში ხის მოჭრა?
2. რა ეწოდება ადამიანს, რომელიც ტყეს იცავს?
3. რით ისაზღვრება ხის ასაკი?
4. ვინ ითვლება ბუნების ქომაგად?
ისაუბრებენ , საუკუნეების წინ როგორ  ზრუნავდნენ მეფეები გარემოს დაცვაზე და ქმნიდნენ ნაკრძალებს. გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ დაცულ ტერიტორიეებს და
ისაუბრებენ მისი   არსებობის  აუცილებლობაზე.


დრო:
თემა.  3
შენი ჯანმრთელობ აშენს ხელთაა!
მიზანი  შედაეგი

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თუ რამდენად აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა ჯანმრთელობისათვის. საჭიროა თუნ არა ზრუნვა  ჯანმრთელობის  შესანარჩუნებლად და როგორ


აქტივობები:
 მოსწავლეები ისაუბრებენ პირადი ჰიგიენის შესახებ.თუ როგორ ესმით მათ პირადი ჰიგიენა და ჯანსაღი კვება.თუ რა მნიშვნელობა აქვს სპრტორს მათ ცხოვრებაში.ისაუბრებენ მათ საყვარელ სპორტის სახეობებზე.




  
თემა.  4
არა ბულინგს! როდესაც თავს დამცირებულად გრძნობ.
მიზანი  შედაეგი

მოსწავლეები გაიაზრებენ რამდენად სახიფათოა ბულინგი და შესაძლებელია  ნებისმიერი ადამიანი გახდეს მისი მსხვერპლი. გააცნობიერებენ რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და არავის აქვს პიროვნების ჩაგვრის უფლება
აქტივობები:
 1.მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს გაიხსენინ შემთხვევა როდესაც ვიღაცის დაცინვამ  მათ გული ატკინა, რას ნიშნავს დაცინვა? მათი აზრით არის თუ არა დაცინვა და აბუჩად აგდება ,,ძალადობა,, 
2.მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ ენახათ    მოკლემეტრაჟიანი ფილმი ზღარბი, ასევე ფრანსუა ტრიუფოს ფილმი 400  დარტყმა. მოსწავლეები მსჯელობენ  ამ ფილმებში ასახული ძალადობის შესახებ.
3. აასევე ვუკითხავ  ძალადობის სამ შემთხვევას და ვთხოვ გასცენ კითხვებს პასუხი. 
 მათი აზრით  როგორ გრძნობს ის ადამიანი თავს რომელსაც დასცინიან?  დამნაშავეა თუ არა თვითონ დაცინვის მსხვერპლი? შენი აზრით რას ნიშნავს ძალადობა?
4.ბავშვები ასახელებენ ძალადობის მაგალითებს. და საუბრობენ როგორ მოიქცევიან თუ ისინი გახდებიან  ბულინგის მომსწრეები. რა გზა არსებობს ამ  პრობლემის გადასაჭრელად.


თემა.  5
ქართული ტრადიციული კულტურა .
მიზანი  შედაეგი
გაეცნობიან და გაიაზრებენ ქართული კულტყრის მრანალფეროვნებას. ადატ წესებს , ტრადიციებს

აქტივობები:
 მოსწავლეეებს დავალებად ჰქონდათ  მოეძიებინათ ინფორმაცია რომელიმე კონკრეტული ტრადიციის შესახებ.ისინი კლასის წინაშე წარმოადგენენ და
ისაუბრებენ ქართული ადათ წესების შესახებ, მოიყვანენ მაგალითებს , რა სახის ტრადიციებს იცნობენ.შეადარებენ თანამედროვე ტრადიციებს ძველთან და იმსჯელებენ. გაიაზრებენ აუცილებელი თუ არა ტრადიციების დაცვა.
მიზნობრივი გასვლითი ღონისძიებები:
1.ექსკურსია მოზარდმაყურებელთა თეატრში
2.ექსკურსია მოზარდმაყურებელთა თეატრში
3.ექსკურსია გ.ჩიტაის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
4.ექსკურსია ქალაქ გარეთ.

No comments:

Post a Comment