საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნები და ამოცანები
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება მიზნად
ისახავს:
Ø მოსწავლის კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების
ხელშეწყობას;
Ø მოსწავლის სამოქალაქო აღზრდას;
Ø მოსწავლისთვის საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის
საჭირო უნარების განვითარებას.
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების
ამოცანებია:
Ø მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა;
Ø მოსწავლისთვის ჰუმანური
ღირებულებების ჩამოყალიბება;
Ø მოსწავლისთვის
სოციალური უნარების (ეთიკის, ეკოლოგიური წიგნიერების, მეწარმეობის, საგანგებო
სიტუაციებში რისკის შეფასებისა და უსაფრთხოდ მოქმედების და სხვა) განვითარება;
Ø მოსწავლისთვის სამშობლოსა და
მისი კულტურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
Ø მოსწავლის დახმარებას
მსოფლიოს ერთ მთლიანობად აღქმასა და მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის
განსაზღვრაში;
Ø მოსწავლისთვის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების
განვითარება;
Ø მოსწავლისთვის აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ
დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
Ø მოსწავლისთვის დროსა და
სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისთვის,
თვალსაჩინოებების შექმნისა და გამოყენებისთვის, ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებისა
და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.
No comments:
Post a Comment