Saturday, 16 June 2018


საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნები და ამოცანები
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება მიზნად ისახავს:

Ø  მოსწავლის კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას;
Ø  მოსწავლის სამოქალაქო აღზრდას;
Ø  მოსწავლისთვის საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ამოცანებია:

Ø  მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა;
Ø  მოსწავლისთვის ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბება;
Ø  მოსწავლისთვის სოციალური უნარების (ეთიკის, ეკოლოგიური წიგნიერების, მეწარმეობის, საგანგებო სიტუაციებში რისკის შეფასებისა და უსაფრთხოდ მოქმედების და სხვა) განვითარება;
Ø  მოსწავლისთვის სამშობლოსა და მისი კულტურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
Ø  მოსწავლის დახმარებას მსოფლიოს ერთ მთლიანობად აღქმასა და მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში;
Ø  მოსწავლისთვის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø  მოსწავლისთვის აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
Ø  მოსწავლისთვის დროსა და სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისთვის, თვალსაჩინოებების შექმნისა და გამოყენებისთვის, ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.

ინფორმაციის წყარო- ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

პირველი ჩანაწერი ბლოგზე

ეს არის ჩემი პირველი ჩანაწერი ჩემს ბლოგზე, იმედი მაქვს საინტერესო პორტფოლიო გამომივა,ეტაპობივად გავაკეთებ ჩანაწერებს პროფესიული საქმიანობის შესახებ, შემოგთავაზებთ საინტერესო რესურსებს და გაკვეთილის გეგმებს.